Select Page

“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისის 104-ე საჯარო სკოლას ეწვია.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.