Select Page

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ფოთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.