2026 წლის 11 თებერვალს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“-ს ხელმძღვანელს და აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.
ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც საჯარო რეესტრის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა, მათი საქმიანობის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, უზრუნველყოფს შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოკვლევას და უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადო მექანიზმების ამოქმედებას.
ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი აქტივობების თაობაზე.












