2026 წლის 13 თებერვალს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ ხელმძღვანელს და აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.
ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა, მათი საქმიანობის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები.
ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი აქტივობების თაობაზე.



