Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე მიმდინარე წლის 16 მაისს ქალაქ სიღნაღს ეწვია და მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.