Select Page

მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრები გამართა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, ფონდი აურეის, კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის, ა(ა)იპ თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის, ა(ა)იპ ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის, ა(ა)იპ ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

გვანცა ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.