Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს,-“იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”.

აქტივობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სამსახურმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.