მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2021 წელს აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.
მიმდინარე წლის 21 მაისს ონლაინ შეხვედრა:”იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” გაიმართა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. ელენე მიროტაძემ, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.