Select Page

2025 წლის 25 ნოემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მორიგი შეხვედრა შედგა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს და ასოციაციის სხვა თანამშრომლებს გააცნო სამსახურის საქმიანობის შედეგები, არსებული მიღწევები და გამოწვევები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.

ასევე, ასოციაციის თანამშრომლებისთვის გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი აქტივობების თაობაზე.