კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიმდინარე წლის 15-16 მაისს შეხვედრებს მართავს კახეთის რეგიონის ქალაქების მუნიციპალიტეტისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან.
მიმდინარე წლის 15 მაისს შეხვედრა გამართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.