Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები: შპს ,,ინტერბიზნესის აკადემია“, შპს ,,ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი“, შპს „სიო“, შპს ,,მარნეულის კოლეჯი“, შპს ,,პროფიუნიტი“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“, შპს ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“, შპს ,,ბარაკონი“, შპს ,,დ. ტვიალდიანი სახელობის საექთნო კოლეჯი“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ფანასკერტელი“, შპს ,,პირველი სამედიცინო სასწავლებელი“, შპს ,,მესამე სამედიცინო კოლეჯი“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ამაგი“ და სხვა.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. ასევე შეხვედრისას დაიგეგმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მომავალი თანამშრომლობა.