Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა პროფესიული კოლეჯი „ინტერბიზნესის აკადემიის“ სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შოთა შაფაქიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.