მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.
ბელა დეველაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.