“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს, საქართველოს მაშტაბით, საჯარო უწყებებში შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 29 მაისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი კრწანისის რაიონის გამგეობას ეწვია.
შეხვედრას ესწრებოდა კრწანისის რაიონის გამგებელი, ბატონი ბექა მიქაუტაძე და გამგეობის სხვა წარმომადგენლები.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.