მიმდინარე წლის 10 ივლისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ესტუმრა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.










