მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსამხურმა მიმდინარე წლის 18 მაისს შეხვედრა გამართა თროლის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.