Select Page

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური ესტუმრა ქ. თბილისის N200 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჯარო სკოლას და „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ კამპანიის ფარგლებში შეხვდა სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.