Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური უერთდება უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს, რომელიც მიმდინარე წელს 11 თებერვალს აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გამოყენების მხარდაჭერას.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა თბილისის 26-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, ინტერნეტის ხარისხის შემოწმების sheamotsme.ge-ს პლატფორმის და აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.