Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

მიმდინარე წლის 12 თებერვალს შეხვედრა გაიმართა თბილისის მე-100 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.