მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ეგიდით კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, მიმდინარე წლის 14 მარტს ზუგდიდის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ კამპანიის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.