მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 25 მაისს შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ჩიქოავნის ბიუროს წარმომადგენლებთან.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.