მიმდინარე წლის 25 მაისს შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.