კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე მიმდინარე წლის 18 მაისს დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საშაბუროს საჯარო სკოლის, საკრამულის საჯარო სკოლის, დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის, ლამოვანის საჯარო სკოლის და ასე შემდეგ წარმომადგენლები.
საზოგადოებრივმა დამცველმა , მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.