Select Page

მიმდინარე წლის 17 ივლისს მომხმრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გაიმართა ქალაქ გურჯაანის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.

ელენე მიტოტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.