მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა სტუდენტებთან და პროფესორ/მასწავლებლებთან.
შოთა შაფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.