Select Page

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის მიერ დაგეგმილი ააქტივობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 მარტს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებტან და პროფესორ-მასწავლებლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.