Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, -“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, სამსახურმა ორი შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 55-ე და 137-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან. გვანცა ჩხეიძემ და ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.