Select Page

მიმდინარე წლის 13 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ბაქვსვუდის სკოლას ეწვია და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა.

ომბუდსმენმა, გვანცა ჩსხეიძემ და სამსახურის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.