Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა ბათუმის პროფესიული კოლეჯი „მერიდიანის“ სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.