Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა ,,ახალი პროფესიული კოლეჯის” სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. პრეზენტაცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დამსწრე საზოგადოებას გაეწია სატელეკომუნიკაციო საკითხებში კონსულტაცია.