მიმდინარე წლის 30 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, თბილისის 24-ე საჯარო სკოლას ეწვია.
ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.