კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე შიდა ქართლის მხარეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა ქარელის მუნიციპალიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშროლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.
საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.