ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე 20-21 აპრილს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივიპროექტის – „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ – ფარგლებში სტუდენტებსა და ჟურნალისტებს შეხვდა
საზოგადოებრივმა დამცველმა სტუდენტებს და ჟურნალისტებს გააცნო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის არსი, მიზნები და ამოცანები; მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში; კომუნიკაციების ომბუდსმენის ერთ-ერთი პრეზენტაცია დაეთმო თემას – ახალი მედია საქართველოში და მომხმარებელთა წვდომა ინფორმაციაზე; თამთა ტეფნაძემ ასევე ისაუბრა ინტერნეტშიგამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენაზე. ომბუდსმენმა სტუდენტებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა იმ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში უნდა აისახოს.