ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თ. ს.-ს საჩივრის განხილვის მიზნით, მორიგებით დასრულდა.
თ. ს.-ს განცხადება ეხებოდა შპს „ჯეოსელის“ მიერ მის საკუთრებაში არსებული ნომრის გასხვისებას.
შპს „ჯეოსელმა“ მხედველობაში მიიღო მომხმარებლის კანონიერი ინტერესი და მისი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად თ.ს.-ს გადასცა ახალი ნომერი
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური დადებითად აფასებს კომპანიის მზაობას ურთიერთთანამშრომლობაზე და იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდაც ეფექტურად უზრუნველყოფენ კომპანიები მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცულობას.