რა უფლებები აქვს მომხმარებელს
ვის უნდა მიმართოთ საჩივრით/პრეტენზიით?
მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით საჩივარი უნდა წარადგინოს:
მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის სპეციალურ, საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელიც ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შექმნილი;
- კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
- სასამართლოში.
შენიშვნა: საჩივრის წარდგენისას მითითებული რიგითობის დაცვა სავალდებულო არ არის!
საჩივრის ფორმა და შინაარსი:
საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით; მიზანშეწონილია საჩივარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმააციას:
- სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
- საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა მისამართი და საკონტაქტო მონაცემები;
- მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და მომხმარებლის სააბონენტო ანგარიშის ნომერი;
- მოთხოვნა;
- გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.