2014 წლის 23 ივლისს კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენსა და ენერგოომბუდსმენს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხევდრის მიზანს წარმოადგენდა ომბუდსმენებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა, სამომხმარებლო ბაზარზე მოქმედ ოპერატორებთან თანამშრომლობისას გამოვლენილი ხარვეზების განხილვა, არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება და სხვ.
ომბუდსმენებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული დამოუკიდებლობისა და გამჭირვალობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა, ვინაიდან ომბუდსმენებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინსტიტუტის გაძილერების მიზნით შესაბამისი რეგულაციების შემოღება სამომავლოდ ხელს შეუწყობს სამომხმარებლო ბაზარზე დაგროვილი პრობლემების მნიშნელოვნად შემცირებას და მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.