Select Page

სასარგებლო ინფორმაცია

რას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური?

  • საზოგადოებრივი დამცველის (კომუნიკაციების ომბუდსმენი) სამსახური არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნას, ავლენს დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული ან შეზღუდული უფლების აღდგენას.

რა შემთხვევაში მივმართო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს? 

  • მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს შეგიძლიათ მიმართოთ მაშინ, როცა თვლით, რომ რაიმე ფორმით ირღვევა ან იზღუდება თქვენი უფლებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“; აგრეთვე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით.
  • საზოგადოებრივი დამცველი თქვენს განცხადება/საჩივარს განიხილავს შემჭიდროვებულ ვადაში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია  წარმოების მიმდინარეობისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო შედეგის თაობაზე ეცნობება წერილობით.

როგორ დამეხმარება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი?

  • საზოგადოებრივ დამცველი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჩივრის წარმდგენს განუმარტავს მის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის განხილვის წესსა და ვადებს, აგრეთვე  მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი.
  • უწევს მომხმარებელს კონსულტაციებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდებასთან მიმართებაში
  • გამოითხოვოს დეტალურ ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებელი კომპანიისგან, რომლის მოქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია მომხმარებლის უფლებების დარღვევა.
  • გასცემს რეკომენდაციებს, როგორც მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოების მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ისე  მომსახურების მიწოდებელი კომპანიების მხრიდან კანონდმებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიმართულებით.
  • მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქმის განხილვისას წარმოადგენს მომხმარებლს და უზრუნველყოფს მის სამართლებრივ მხარდაჭერას.

უფასოა თუ არა საზოგადოებრივი დამცველის მიერ გაწეული მომსახურება?

  • მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

როგორ შევიტანო განცხადება/საჩივარი?

  • საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სატელეფონო შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით ან საზოგადოებრივი დამცველის ოფისში მატერიალური ფორმით საჩივრის წარმოდგენით. სამსახურში საქმის წარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

როგორია პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალურობის დაცვის სტანდარტი?

  • საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყოფს  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვას.

როგორია საჩივრის განხილვის ვადები?

  • საზოგადოებრივი დამცველი ორიენტირებულია განცხადება/საჩივარი განიხილოს  მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში. კანონმდებლობა სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის ვადებს არ ადგენს. განცხადების განხილვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია მასში დაფიქსირებული პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე.  საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვამ შესაძლებელია გამოიწვიოს საჩივრის განხილვის ვადის გახანგრძლივება.

 სად უნდა მივმართო საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით?

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:

თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18

ტელ: +995 32 2399505;

ელ-ფოსტა: defender@comcom.ge

 

თუ გიჭედავს შეამოწმე:

https://sheamotsme.ge/