Select Page

პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება

პრობლემის იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება 

მომხმარებელთა  ინტერესების დარღვევის თაობაზე  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა:

  • მომხმარებლის წერილობითი განცხადება/საჩივარი
  • მომხმარებლის სატელეფონო შეტყობინება
  • ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მათ შორის სოციალური ქსელი) გადმოგზავნილი განცხადება/საჩივარი

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განიხილავს მომხმარებელთა საჩივრებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებთან დაკავშირებით:

 

  • ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება
  • მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურება
  • ინტერნეტით მომსახურება
  • მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხების შესწავლა და განხილვა:

 

  • მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე
  • ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების პირობები
  • ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება
  • მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება
  • მომსახურების პირველადი ჩართვა
  • მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები
  • „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საკითხები.