Select Page

სიახლეები

ბოლნისი 11.09.2019

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლები, ელენე მიროტაძე, სოფიო ჯაფარიძე და ბელა დეველაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კომუნიკაციის სფეროში. გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას ვრცლად გააცნო სამსახურის ფუნქციები, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობები და სამომავლო გეგმები. მთავარი აქცენტი გაკეთდა

ხულო 20.08.2019

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. აგრეთვე, პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებები, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური. სამსახურის დირექტორმა,

შუახევი 20.08.19

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გამართა შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, თემის წარმომადგენლებთან და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე. გვანცა ჩხეიძემ მოსახლეობას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. აგრეთვე,

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2018  წლის 30 მარტს  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმროში “რუმსი – თბილისი“   სამსახურის 2017 წლის  საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საგრძნობლად იმატა მომხმარებელთა განცხადებებით/საჩივრებით მომართვიანობამ. კერძოდ, თუკი 2016 წელს სამსახურმა განიხილა 208 საჩივარი, 2017 წელს განხილული წერილობითი/ზეპირი საჩივრების მაჩვენებელი შეადგენს 283

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე, 28 მარტს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას გამართავს.