Select Page

სიახლეები

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განცხადება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ „მარტივი 25“ პაკეტის გაუქმების თაობაზე

მიმდინარე წლის მარტში, შპს „მაგთიკომმა“ გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ 6 აპრილიდან, პაკეტი „მარტივი 25“-ის გააქტიურება მომხმარებლებისთვის აღარ იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული განცხადებისა და საკითხთან დაკავშირებით სამსახურში გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე, მომხმარებელთა დაცვის მიზნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მიმართა შპს „მაგთიკომს“ რეკომენდაციით, გაეთვალისწინებინა იმ მომხმარებელთა ინტერესები, რომლებიც არ არიან მობილური ინტერნეტის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

2019 წლის 16 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა.შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და კომუნიკაციების მომხმარებლებისთვის მათი უფლება-მოვალეობებისა და კანონიერი ინტერესბის დაცვის თემას შეეხებოდა.

თბილისის ღია უნივერსიტეტი

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები,

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 02.12.19

მიმდინარე წლის 2დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა ქ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, საჩივრების/განცხადებების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი

კასპი 29.11.19

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, კომუნიკაციების ონბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

ხაშური 25.11.19

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება იყო.შეხვედრას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე უძღვებოდა. მან დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ, გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადებების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი