სიახლეები
კომუნიკაციების ომბუდსმენის განცხადება შპს ,,მაგთიკომი“-ს მიმართ გაცემულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით
2025 წლის დეკემბრის ბოლოს და 2026 წლის იანვრის დასაწყისში, მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული ინტერნეტით და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებების მიწოდების დაზიანება/შეზღუდვის და არასათანადო ინფორმირების კუთხით, დამცველის სამსახურში მკვეთრად გაზრდილი მომართვიანობის გამო, შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ 2026 წლის 9 იანვარს გაიცა N გ-26-9/35 რეკომენდაცია. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნიდან გამომდინარე, გაცემული რეკომენდაციით, კომპანიას ეთხოვა
შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან და სამინისტროს აპარატის თანამშრომლებთან – 19.12.2025
2025 წლის 19 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით
შეხვედრა თბილისის 176-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 04.12.2025
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა თბილისის 176-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.



