Select Page

სიახლეები

15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა!

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური გილოცავთ! იცოდე შენი უფლებები, იყავი დაცული!

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული 15 მარტს, ქალაქ ბათუმში შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა

15 მარტს, ქ.ბათუმში 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა – გვანცა ჩხეიძემ მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლები და დაცვის ის მექანიზმები გააცნო, რომელსაც სამსახური კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის იყენებს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული-ქ. ქუთაისი

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენი ქ. ქუთაისში მომხმარებლებთან გმართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტელეკომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სამსახურის საქმიანობის შედეგები და სამსახურისთვის მომართვის საშუალებები. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

შეხვედრა ბაქვსუდის სკოლაში

მიმდინარე წლის 13 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ბაქვსვუდის სკოლას ეწვია და მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა. ომბუდსმენმა, გვანცა ჩსხეიძემ და სამსახურის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული – ქალაქი გურჯაანი

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენი გურჯაანში მომხმარებლებთან გმართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გრძელდება

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე, მიმდინარე წლის 12 მარტს ქალაქ გურჯაანს ესტუმრა და გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა. ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.