Select Page

სიახლეები

შეხვედრა სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოში” – 02.07.2025

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. მიმდინარე წლის 2 ივლისს შეხვედრა გაიმართა სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოში”. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში – 30.06.2025

მიმდინარე წლის 30 ივნისს კომუნიკაციების ომბუდსმენი – გვანცა ჩხეიძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.

საინფორმაციო ბიულეტენი – ივნისი, 2025 წელი

გზამკვლევი – სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა, როგორც მომხმარებლის ერთ-ერთი უფლება

სტატია-ჩამოტვირთვა

შეხვედრა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელთან – 26.06.2025

კომუნიკაციების ომბუდსმენს – გვანცა ჩხეიძესა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორს – გვანცა ვარამაშვილს შორის საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები.

შეხვედრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან – 25.06.2025

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს. მიმდინარე წლის 25 ივნისს შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა