13-15 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი გვანცა ჩხეიძე და სამსახურის წარმომადგნლები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია – მომხმარებლის დაცვა | ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მოდერატორი:ნინო ნიავაძე – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
მომხსენებლები:
გვანცა ჩხეიძე – საქართველოს კომუნიკაციების ომბუდსმენი;
ცისანა ყაველაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დავებისა და სერვისების დეპარტამენტის პირველი მოადგილე;
ირინე იოსელიანი – საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი;
მარიამ ნიკოლაძე – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი;
ლევან მოლაშვილი – ელექტრონული კომერციის ექსპერტი, საქართველო.














