Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში.

გვანცა ჩხეიძემ პანელზე – ,,მომხმარებლის უფლებების დაცვა ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში” დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბერკეტების, სტატისტიკური მონაცემების და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია.