Select Page

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების ომბუდსმენი ქ. ქუთაისში მომხმარებლებთან გმართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.

ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტელეკომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სამსახურის საქმიანობის შედეგები და სამსახურისთვის მომართვის საშუალებები.

11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.