Select Page

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა“ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა შედგა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ასოცოაციის წევრებისთვის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.