მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2020 წლის 24 დეკემბერს, ონლაინ შეხვედრა გამართა სახელმწიფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვედა სვანეთის მხარის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ონის მუნიციპალიტეტის; ლენტეხის მუნიციპალიტეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. პრეზენტაციას “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” უძღვებოდა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი: ელენე მიროტაძე. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. პრეზენტატორმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
ბოლო ჩანაწერები
- საინფორმაციო ბიულეტენი – დეკემბერი, 2024 წელი
- გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სამართლებრივი გარანტიები სატელეკომუნიკაციო სფეროში
- გზამკვლევი მედიამომსახურებები და მომხმარებელთა უფლებები
- შეხვედრა ედისონის სახელობის სკოლა ,,ნოვაცია”-ს მოსწავლეებთან – 19.12.2024
- შეხვედრა თბილისის 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 18.12.2024
- შეხვედრა თბილისის 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 17.12.2024
- შეხვედრა თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 16.12.2024
- შეხვედრა თბილისის 195-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 16.12.2024
- შეხვედრა თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 13.12.2024
- შეხვედრა თბილისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 13.12.2024