მიმდინარე წლის მარტში, შპს „მაგთიკომმა“ გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ 6 აპრილიდან, პაკეტი „მარტივი 25“-ის გააქტიურება მომხმარებლებისთვის აღარ იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული განცხადებისა და საკითხთან დაკავშირებით სამსახურში გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე, მომხმარებელთა დაცვის მიზნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მიმართა შპს „მაგთიკომს“ რეკომენდაციით, გაეთვალისწინებინა იმ მომხმარებელთა ინტერესები, რომლებიც არ არიან მობილური ინტერნეტის მომხმარებლები, მათ ინტერესს მხოლოდ ულიმიტო წუთები და ულიმიტო SMS-ები წარმოადგენს და შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, არსებული „მარტივი 25“-ის პაკეტი, ან შეემუშავებინა და შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის შედარებით დაბალი ღირებულების პაკეტი, რომლითაც საშუალება ექნებათ შეიძინონ, მხოლოდ ულიმიტო წუთები და ულიმიტო SMS-ები მთელი თვის განმავლობაში. საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე,საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საკითხის კონტროლზე აყვანისა და ისეთი ღონისძიების გატარების მიზნით,რომლითაც მაქსიმალურად იქნებოდა დაცული ზემოაღნიშნული მომხმარებელთა ინტერესები.
ბოლო ჩანაწერები
- საინფორმაციო ბიულეტენი – დეკემბერი, 2024 წელი
- გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სამართლებრივი გარანტიები სატელეკომუნიკაციო სფეროში
- გზამკვლევი მედიამომსახურებები და მომხმარებელთა უფლებები
- შეხვედრა ედისონის სახელობის სკოლა ,,ნოვაცია”-ს მოსწავლეებთან – 19.12.2024
- შეხვედრა თბილისის 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 18.12.2024
- შეხვედრა თბილისის 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 17.12.2024
- შეხვედრა თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 16.12.2024
- შეხვედრა თბილისის 195-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 16.12.2024
- შეხვედრა თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 13.12.2024
- შეხვედრა თბილისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან – 13.12.2024