მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს
ვის მივმართოთ საჩივრით?
მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჩივარი შეიძლება შეიტანოს:
- მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის საჩივრების განმხილველ სამსახურში
- კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში
- სასამართლოში
შენიშვნა: საჩივრის წარდგენისას მითითებული რიგითობის დაცვა სავალდებულო არ არის.
საჩივრის ფორმა და შინაარსი:
საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით.
საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:
- სამსახურის დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
- საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა მისამართი და საკონტაქტო მონაცემები;
- მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და მომხმარებლის სააბონენტო ანგარიშის ნომერი;
- მოთხოვნა;
- გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.